Tuesday, December 1, 2015

ქალთა უფლებები


საინტერესოა რამდენად დაცულია ქალთა უფლებები საქართველოში?  და არის თუ არა დაცული გენდერული თანაწორობა? დღეს ქალთა უფლებების დამცველი არის ფემინისტი. ფემინიზმი - ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ემსახურება ქალებისთვის ყველანაირი სამოქალაქო უფლების მინიჭებას. ბევრს არ ესმის და თვლის,რომ ფემინიზმი კაცების დისკრიმინაციისთვის არის შექმნილი, მაგრამ ფემინიზმი ამასთან არაფერ შუაში არ არის.  ქალს სუსტ სქესად თვლიან და ამიტომ თითქოს მას არ შეუძლია იმის გაკეთება რაც მამაკაცს. ფიქრობენ, რამდენად მისაღებია ამ ორი სქესის ერთმანეთთან გათანაბრება და თან ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში,როგორიც საქართველოა. საქართველო მსოფლიო გენდერული ინედექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა, ეს არც თუ ისე ცუდი შედეგია, მაგრამ ჩემი აზრით საქართველოში გენდერული თანასწორობა დაცული არ არის. რაც იქიდან ჩანს ,რომ ქალები თითქმის საზარალო მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში(150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალია.) აღმასრულებელ ხელისუფლებაში 18 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალია. კერძო სექტორში დასაქმებულთა  რაოდენობა მართალია ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ საფეხურზეა წარმოდგენილი,მაშინ როცა გადაწვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით, მაგალითად, საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318 მამაკაცი და მხოლოდ 296 ქალი.  გარდა ამისა აღსანიშნავია ის რომ იმ პლანეტაზე სადაც 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და აქედან ნახევარზე მეტი ქალია, მიწის მესაკუთრე ქალთა რაოდენობა ,მხოლოდ 1%-ია.
  ჩემს ცხოვრებაშიც იყო მომენტი,როცა ჩემი უფლება, სურვილი იზღუდებოდა მხოლოდ იმიტომ,რომ ვიყავი გოგო და არა ბიჭი. ძალიან მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და რათქმაუნდა მინდოდა მყოლოდა ჩემი საკუთარი ველოსიპედი,მშობლები კი ამის წინააღმდეგები იყვენენ ,, ბიჭი ხომ არ ხარო?" ამას მეუბნებოდნენ. მიუხედავად ამისა მე მაინც ავისრულე ოცნება და ველოსიპედი ვიყიდე. როგორ?  ცოტა სულელურად შეიძლება მოგეჩვენოთ. ძალიან გრძელი და ქერა თმა მქონდა, წავედი შევიჭერი, გავყიდე აღებული ფულით კი ვიყიდე ველოსიპედი, ამით დავანახე ჩემს მშობლებს,რომ მეც მაქვს ჩემი სურვილები რასაც აუცილებლად ავისრულებ.

 ქალთა ძალადობა ასევე ძალიან აქტულაური თემაა. ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი საქართველოში, აღიარებს,რომ გამხდარა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა მთავარი უბედურება ის არის ,რომ ქალთა უმრავლესობა ამას დასაშვებად თვლის და ფიქრობს ,რომ ქალი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. იგივე,რომ ვკითხოთ დასაშვებია თუ არა ქალების მიერ კაცების ძალადობაო? მათთვის ეს გაუგონარი და შეუძლებელია. ჩნდება კითხვა, თუ საქართველოში დაცულია გენდერული თანასწორობა ,მაშინ რატომ ფიქრობს ხალხი,რომ ქალებზე ძალადობა შეიძლება და კაცებზე არა.
ამ ყველაფრისგან თავის აცილების მიზნით, გენდერული თანასწორობის სწავლება, უფრო კი ძალადობის წინააღმდეგ გარკვეული სტრატეგიების გამოყენება სასკოლო და უფრო ადრეული ასაკიდანაც კი უნდა იწყებოდეს.
ბოლოს მინდა გითხრათ,რომ მეც ქალი ვარ და მეც მაქვს უფლება ვიყო ფემინისტი , ვაღიარებდე საკუთარ უფლებებს და პატივს ვცემდე  საკუთარ თავს, სურვილებს და შესაძლებლობებს. და თქვენც გახსოვდეთ ქალბატოენებო, მას შემდეგ,რაც მსოფლიოში პირველად ფინელმა ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს არავის აქვს უფლება ,,მოგვაკეტინოს" არავის!

No comments:

Post a Comment