ალკოჰოლისა და თამბაქოს არასრულწლოვნისათვის მიყიდვა არის მათი რეალიზაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა და ისჯება კანონით. შეიძლება გაჩნდეს კითხვა ,რომ არასრულწლოვანს ხომ შეიძლება ამით შეეზღუდოს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ? მაგრამ აქვე გიპასუხებთ, რომ ეს ასე არ არის, კანონმდებელი უფრო მეტ სიკეთედ არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვას მიიჩნევს და ამისათვის ადგენს სპეციალურ წესებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,თამბაქოს და ალკოჰოლის პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამე ასაკის პირზე, გამოიწვევს გამყიდველის დაჯარიმებას 100 ლარით". ამ მუხლის მიხედვით, ადამიანი ისჯება თამბაქოს და ალკოჰოლის გაყიდვისთვის და არა ყიდვისთვის, ასე რომ ისჯება მხოლოდ გამყიდველი და არა მყიდველი. თუმცა ამის მიუხედავად, (გავითვალისწინოთ რომ არასრულწლოვანი ვარ), არცერთ გამყიდველს უარი არ უთქვამს ჩემთვის თამბაქოს ან ალკოჰოლის შეძენისას.
საგულისხმო ფაქტია ის,რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კვლევების მიხედვით, ყოველი მეხუთე ადამიანი მწეველია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოში სკოლის მოსწავლეებლის დაახლოებით 22% მწეველია.თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლიდან,ხოლო გოგონები 12-13 წლიდან იწყებენ. მოზარდების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს მიბაძვით,კერძოდ: ,,სიგარეტის მოწევა" ასოცირდება ,,დიდობასთან" და თანატოლებში თავის დამკვიდრებასთან.
საგანგაშოა,რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანს კლავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. იგივე ორგანიზაციის მონაცემებით ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად 2.5 მილიონ ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. აქედან დაახლოებით 14%-ამდე შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის. შეიძლება ეს რიცხვები რაღაც წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ ეს სამწუხარო რეალობაა.
მე ამაყად შემიძლია განვაცხადო,რომ არ ვარ არც თამბაქოს და არც ალკოჰოლის მომხმარებელი და საერთოდ ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით.
No comments:
Post a Comment