Saturday, December 5, 2015

ტრეფიკინგი



ტრეფიკინგი ნიშნავს ადამიანის გადაბირებას,ტრანსპორტირებას,გადაყვანას,შეფარებას ან მიღებას,მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით,მოტყუებით ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენება.ტრეფიკინგი ანუ ადამიანებით ვაჭრობა არის ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, ასევე ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, რაც ნიშნავს პირადობის მოწმობის ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, მიმოწერის და რაიმე კონტაქტის აკრძალვას.
 ტრეფიკინგის მსხვერპლი არის ადამიანი,რომელიც მოტყუებით გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში, ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით.
  ტრეფიკინგის დანაშაული სამ ელემენტს შეიცავს :

  • ადამიანების მიღება, ტრანსოპორტირება, მიღება და გადამალვა.
  • დაშინება, ძალადობა ან ძალის გამოყენების გარეშე გადაყვანა.
  • ექსპლუატაცია, განსაკუთრებით ძალდატანებით მუშაობა:სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სექტორში,ასევე ძალდატანებითი შემწეობის თხოვნა, პროტიტუცია და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები.
                                           
     ტრეფიკინგის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც.საქართველო ძირითადად წარმოშობით ტრანზიტის სახელმწიფოა, საიდანაც ტრეფიკინგის მსხვერპლი ძირითადად გერმანაში, თურქეთში, საბერძნეთში და არაბეთში გადაჰყავთ. ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ 4 მილიონი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი,რომელთაგან უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან,რადგან ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

No comments:

Post a Comment