Tuesday, December 8, 2015

ინტერვიუ თბილისის 82 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბექა კიკოლაშვილთან


-პირველ რიგში მაინტერესებს ხარ თუ არა თამბაქოს ან ალკოჰოლის მომხმარებელი?
-ალკოჰოლის მომხმარებელი ვარ (მხოლოდ ლუდის) ,მაგრამ არა ინტენსიური და ყოველდღიური მომხმარებელი. რაც შეეხება თამბაქოს მისი მომხმარებელი არ ვარ.
- შენს გარშემო რამდენად ბევრი ადამიანია მწეველი?
-ჩემი მეგობრები არ არიან მწეველები აქედან გამომდინარე ბევრი არ არის, მგონი მხოლოდ მამაჩემი.
-ალბათ ხშირად გიწევს მაღაზიაში ალკოჰოლის ან თამბაქოს შეძენა და უთქვიათ თუ არა გამყიდველს უარი მათ ყიდვაზე მხოლოდ იმიტომ რომ შენ არასრულწლოვანი ხარ?
-არ მახსენდება ასეთი ფაქტი,რომ რომელიმე სუპერმარკეტში უარი ეთქვათ.
-შენი აზრი მაინტერესებს ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანებზე თამბაქოსა და ალკოჰოლის გაყიდვის უფლება არ აქვთ. რამდენად სწორად მიგაჩნია ეს?
-მე ვფიქრობ,რომ არ არის საჭირო ეს კანონი რომ არსებობდეს,იმიტომ რომ ჩნდება დიდი უკმაყოფილება მოზარდებში და თუ მას არ მიყიდიან როგორც წესია, შეიძლება მან იქურდოს და მაინც იშოვოს ,,სიგარეტი" ან თუნდაც ალკოჰოლური სასმელი. 
-შენ როგორ მოიქცეოდი უარი რომ ეთქვათ მათ შეძენაზე?
-რათქმაუნდა მე არ მოვიპარავდი  მაგრამ სხვა მაღაზიაში წავიდოდი სადაც მომცემდნენ 
-კარგი დიდი მადლობა  ნახვამდის
-არაფერს, ნახვამდის

1 comment:

  1. მომწონს ასეთი მსჯელობის ადამინები, ახალგაზრდამ უნდა ივარჯიშოს სწორი მომავალი შეიქმნას და მისი მომავალი არ უნდა იყოს დაკავშირებული ალკოჰოლთან და თამბაქოსთან...

    ReplyDelete