ადრეულ ქორწინებად ითვლება ყველა ის ქორწინება, როდესაც ოჯახს ქმნის 18 წელს მიუღწეველი წყვილი (ამ შემთხვევაში ,,ბავშვები")
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1108-ე მუხლის მიხედვით, ,,ქორწინ3ება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ხოლო 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანის ქორწინება დაიშვება მშობლის ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.თანხმობაზე მზრუნველის ანმშობლის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას,დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს". ახლა მინდა ჩემეულად განვმარტო ეს კანონი და უფრო გასაგები გავხადო თქვენთვის: მშობელი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია,თუმცა არის შემთხვევები,როცა არასრულწლოვანი მოკლებულია მშობლის მზრუნველობას მაგალითად,მისი დაღუპვის ან მშობლის უფლებების ჩამორთმევის გამო.ასეთ დროს სახელმწიფო არასრულწლოვანს უნიშნავს მზრუნველს,. ასე რომ არასრულწლოვნისათვის ქორწინების უფლება შეუძლია მისცეს ,როგორც მშობელმა ისე მზრუნველმა. მაგრამ თუ ეს პირი ამ თანხმობაზე ამბობს უარს, წყვილს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს დაქორწინების უფლება რაიმე პატივსადები მიზეზის გამო, ვფიქრობ, ეს მიზეზი გოგონას ორსულობა უნდა იყოს.
მიჩნეულია,რომ ადამიანი 18 წლის ასაკიდან აღწევს როგორც ფიზიკურ ისე გონებრივ მოწიფულობას. ბიოლოგიურად სწორედ ეს ასაკი ითვლება ადამიანის ჩამოყალიბებისა და ზრდის დასრულების ასაკად. ამიტომაც ბუნებრივია,რომ ამ ასაკის მიღწევისას კანონი არჩევანის სრულ უფლებას აძლევს იქორწინოს თუ არა. ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,რომელზეც დამოკიდებულია მისი მომავალი.
მშობლებო, ძალიან გთხოვთ იზრუნეთ თქვენი შვილების მომავალზე და ადრეულ ასაკში ნუ გაათხოვებთ. საქართველოში ძალიან ხშირია ადრეული ქორწინებები,რომლის უმეტესობა განქორწინებით სრულდება. ადრეული ქორწინების შედეგია აბორტი,რაც არა მარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა.
No comments:
Post a Comment