Tuesday, December 1, 2015

არა ძალადობას!


დღეს ოჯახში ძალადობის თემა ძალზე აქტუალური და მტკივნეული თემაა.
სამწუხაროდ, დღემდე სახელმწიფო თვლიდა,რომ ოჯახში ძალადობა ,,ოჯახის საქმე" იყო და ეს იქვე უნდა მოგვარებულიყო. თავად ძალადობის მსხვერპლიც არაფერს ამბობდა, მას სცხვენოდა საკუთარი თავის , ოჯახის. არ უნდოდა განეცხადებინათ თავისი პრობლემა. ამის გამო ეს საკითხი დღემდე ჩრდილშია. მსხვერპლს არ სჯერა სამართალდამცავი ორგანოების, ხშირად ნათესავები და სამართალდამცველებიც ჩაგრულს ადანაშაულებენ,რაც განაპირობებს იმას,რომ მსხვერპლი მოძალადის პირისპირ მარტო რჩება და ისღა დარჩენია ითმინოს უსასრულოდ.ამა თუ იმ ფორმით ძალადობის გავლენას თითქმის ყველა ბავში განიცდის.ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობას მიაკუთვნებენ ოჯახში კომფლიქტებს, მშობლების განქორწინებას,რაც ბავშვისთვის დიდი ტრამვაა და მის მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს.
ოჯახში ძალადობა არ ხდება მხოლოდ ბავშვებზე, ხშირად ძალადობის მსხვერპლი არიან ქალები,რისი შემთხვევაც საქართველოში ძალიან ხშირია. როცა საღამოს მამა მოდის მთვრალი და მის ცოლს ბავშვების თანდასწრებით აყენებს ფიზიკურ შეურაცყოფას, ძალადობა ხორციელდება როგორც ქალბატონის ასევე ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჩემი აზრით ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად ყველაზე სწორი გზა განქორწინებაა.თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მოხდება განქორწინება, მაგრამ ,,თავის შეცოდების" გზით კვლავ დაბრუნებულა ქალი მეუღლესთან და რამდენიმე კვირაში იგივე განმეორებულა. ვფიქრობ, აქ უკვე სამართალდამცველები უძლურები არიან.

 როდესაც ოჯახში ბავშვზე ორივე მშობელი ძალდობს მათ მოქმედებას კრძალავს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილი,რომლის მიხედვით, მშობელს,რომელიც სისტემატიურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას, ძალადობს შვილზე,მასზე ახდენს უარყოფით გავლენას ამორალური საქციელით, ქრინიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მშობლის უფელბის ჩამორთმევა უკანასკნელი ფორმაა რომლის გადაწყვეტილებას,მხოლოდ სასამართლო იღებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს,რა ზომით და რა ფარგლებში მოხდა ბავშვის უფებების დარღვევა.
2007 წლიდან 2011 წლამდე პერიოდის კვლევები გვიჩვენებს,რომ საქართველოში ოჯახური ძლადობის 1025 ფაქტი მოხდა. აქედან ძალადობის მსხვერპლნი უფრო მეტად ქალები არიან.
ახლა სწორედ ის დროა, როცა არავინ უნდა გაჩუმდეს, რომ ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო.
 მოძალადეები ერთად უნდა შევაჩეროთ!

No comments:

Post a Comment