რასიზმი მსოფლიოს ყველაზე მტკივნეული თემაა. დღეს ვისაუბრებ უხეშად,რომ ვთქვა ტერმინ ,,ზანგზე" და მასთან ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ,,ზანგი", ,,ფერადკანიანი", ,,შავკანიანი", თუ ,,აფროამერიკელი" გაიგივებული აქვთ დამამცირებელ და დასაცინ მნიშვნელობად.
ქართველები ხშირად იყენებენ ამ ტერმინს უარყოფით კონტექსტში, თუ ოდესმე საზოგადეობერივი ტრანსპორტით გიმგზავღიათ უსათუოდ მოისმენდით ისეთ ფრაზებს,როგორიცაა ,,ზანგი ხო არ ვარ?" ,,ნახე ის ზანგია" ,,მალე წითელ წიგნში შესაყვანები გავხდებით, წაგვლეკეს ამ ზანგებმა,თან რა სუნი ასდით" ,, რაუბედურებაა ამდენი ზანგი" და კიდევ უამრავი ...
ვფიქრობ, საქართველოში ,,ზანგებისადმი" ასეთი დამოკიდებულება განაპირობა იმან, რომ საქართველო ტრადიციული და რელიგიურ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოა. ,,ზანგი" კი მათთვის უუფლებო მონასთან ასოცირდება. საქმე ისაა რომ ჩვენს საზოგადოებას არ გაუვლია ის გზა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა გაიარეს ,,არასოდეს ჩამოუყვანიათ საქართველოში ,,შავკანიანი" მონები.ასეთი დამცინავი დამოკიდებულება კი იმიტომ აქვთ,რომ ისინი არ გვანან ქართველებს,არადა ეს ბუნებრივიცაა ,მარტივად რომ ვთქვათ მხოლოდ კანის ფერია და სხვა არაფერი.
ადამინებო უნდა გვესმოდეს,რომ ის ,,ზანგიც" ჩვეულებრივი ადამიანია,როგორც შენ, მასაც წყინს, მასაც უყვარს, მასაც სცივა და განიცდის ყველაფერს რასაც შენ, მისი ნაკლი ალბათ ისაა რომ არის ,,შავი ფერის" ?! იქნებ შენ გაქ ეგ ნაკლი რო არ ხარ ,,ფერადკანიანი"? სულ ცოტახნით წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე,როგორი ასატანია როცა ვერ გადიხარ ქუჩაში იმის შიშით,რომ ვიღაცამ არ მოგაყენოს პირადი შეურაცხყოფა ან დაგიშინოს ქვები... მერწმუნეთ ეს ყველაზე საშინელებაა...
No comments:
Post a Comment