ნებისმიერ საზოგადოებასა და ნებისმიერ ქვეყანაში აბორტის შესახებ მუდმივი აზრთა ახვადასხვაობა არსებობს. ამ რთულ სოციალურ საკითხს საზოგადოების სხვდასხვა ფენისა და პროფესიის ადამიანები განსხვავებულად უყურებენ, არსებობს უამრავი სამედიცინო,რელიგიური თუ სამართლებრივი არგუმენტაცია ,რომელთა საფუძველზეც კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან მას.
საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 25 000 აბორტი კეთდება. მათ შორის 1770 არასრულწლოვანი ასაკის გოგონებში. იმ ქვეყნებში სადაც აბორტი ოფიციალურად აკრძალული არ არის (მათ შორის არც საქართველოში) ყოველდღიურად 200-ზე მეტი ქალი იღუპება.წლის განმავლობაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებლი 70 ათასს აღწევს.24 წლამდე ყოველ მესამე და 30-დან 44 წლამდე კი ყოველ მერვე ქალს ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული აბორტი. ადრეულ ასაკში გაკეთებული აბორტი ასიდან 25-30 შემთხვევაში დედის სიკვდილით მთავრდება. აბორტი ორსულობის ხელოვნურად შეწვეტაა,რომელიც ბუნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია და გარდა იმისა,რომ სპობს უკვე ჩასახულ სიცოცხლეს, თავად ქალის ორგანიზმსაც აყენებს ზიანს. აბორტი ეს უდიდესი ცოდვაა და მისი აღმოფხვრა ესე ადვილი არ არის ვფიქრობ მისი თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი ქალი უნდა ზრუნავდეს იმაზე,რომ ყველანაირად თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მიხედვით , ,,ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერთიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და ამ მომენტიდან გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა".
No comments:
Post a Comment