21-ე საუკუნეში როგორც გამოგონებისა და ტექნიკური პროგრესის ერაში,საკუთრების სამართალსა და ავტორებისა და გამომგონებლების უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რომ არა საავტორო უფლებების დაცვის ის სამართლებრივი ზომები, ბევრი ნაწარმოები თუ გამოგონება დღის შუქს ვერ ნახავდა. ადამიანი კი როცა თავის შრომის შედეგს ვერ ნახავს ეკარგება მოტივაცია,რომ გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა,ამიტომაც სამართალი და საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველყოფა პროგრესის ფაქტორია. საქართველოს კანონმდებლომაც ცდილობს,მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული გარემო შეუქმნას ავტორებსა და გამომგონებლებს და მათი უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინოს.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,, საავტორო უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას" , ამავე კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, ,,საავტორო უფლებების მფლობელს უფლება აქვს , დამრღვევისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიღებული შემოსავლის ჩათვლით", საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად , ,, შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების უკანონი რეპროდუქცირება",
საავტორო და უფლებების მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად მათი კონტრაფაქციული ასლების გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება, აგრეთვე შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო უფლებების მფლობელის უფლებათა სხვა დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან სამიათას ლარამდე.
ახლა,ინტერნეტის ხანაში განსაკუთრებით გაძნელებულია ფოტო-სურათების ავტორის საავტორო უფლებების დაცვა . ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა , მოქალაქეებს ხშირად უჭირთ, იმის გაანალიზება,რომ თუნდაც ინტერნეტში ძებნისას მოპოვებულ ფოტოზეც შეიძლება ვრცელდებოდეს საავტორო უფლებები.
No comments:
Post a Comment