Friday, November 27, 2015
თავისუფლების შეზღუდვა
ადამიანის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა,რომელიც აღიარებული არა
მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით,არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით.სახელმწიფოს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეუძლია შეზღუდოს ადამიანის უფლება.ყველაზე ხშირად პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა ხდება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების სახით. კერძო პირებს სხვისი დაკავების ან თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ აქვთ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე,რაც მძიმე დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.
შესაბამისად უნდა ვიცოდეთ,რომ სხვის თავისუფლებასთან თამაში არ შეიძლება და ის, რაც უწყინარ ხუმრობად შეიძლება მოგვეჩვენოს, მძიმე დანაშაულია და ისჯება კანონით.
მაგალითად, თანატოლის ოთახში ჩაკეტვა რამდენიმე საათით უკვე თავისუფლების შეზღუდვაა და ეს რაღაც უბრალო ,,გასართობი" სისხლის სამართლის დანაშაულია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment