იმისთვის რომ ყველგან და ყოველთვის დავიცვათ ჩვენი ინტერესები და არ აღმოვჩნდეთ ვინმეს ზეწოლის ქვეშ აუცილებელია ჩვენი უფლებების ცოდნა. ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ ჩვენს უფლებებზე სკოლაში.
არც ისე იშვიათად გვესმის მშობლების საყვედურები იმის შესახებ,რომ მასწავლებელმა მის შვილს მიაყენა სიტყვიერი ან თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფა, არ დაუწერა ის ნიშანი რაც რეალურად ეკუთვნოდა და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში მშობლების პრეტენზიები სამართლიანია რადგან ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით: ''დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში,სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით". ეს კანონი ვრცელდება ორივე მხარისთვის,როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებელების მიმართ.
რაც შეეხება ქულის დაკლებას ანუ მოსწავლის დისკრიმინაციას. ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე7-ნაწილში ნათქვამი: ,,სკოლა ვალდებულია,მიიღოს ყველა გონივრული ზომა,მოსწავლის ცოდნის სამართლიანად შეფასების უზრუნველსაყოფად". ეს ყველა კანონი შექმნილია იმისათვის,რომ მოსწავლეს მასწავლებელს და მშობელს თანაბარი უფლებები ჰქონდეს და არ იჩაგრებოდეს რომელიმე მათგანი.
ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ სკოლა არის საჯარო დაწესებულება,მას აქვს საკუთარი ქცევის კოდექსი რომელთა დაცვა აუცილებელია ყვლა მოსწავლისათვის და არა მარტო. ზემოთ ჩამოთვლილი კანონების უმრავლესობას რათქმაუნდა ვეთანხმები, მაგრამ როდესაც მოსწავლე უპატივცემულობას გამოიჩენს მასწავლებლის მიმართ და დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს მისთვის უნდა იყოს მიღებული შესაბამისი დასჯის ზომები. ვფიქრობ.რომ არცერთი მასწავლებელი არ მიაყენებს თავის მოსწავლეს სიტყვიერ და მითემეტეს ფიზიკურ შეარაცხყოფას, ეს ყველაფერი ბავშვზეა დამოკიდებული, მაგალითად მე უკვე ცხრა წელია სკოლაში დავდივარ და ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა,რომ მასწავლებელს ჩემთვის რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მოეყენებინოს.
დღესდღეობით სკოლათა უმრავლესობაში მოსწავლის უსაფრთხოებისა და დისციპლინის კონტროლი მანდატურის სამსახურს აქვს შეთვისებული. თუმცა მანდატურს არ აქვს უფლება თავად დასაჯოს მოსწავლე, მან უნდა აცნობის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებს მისი დისციპლინური გადაცდომა,რომლებიც შინაგანაწესის შესაბამისად დააკისრებენ მოსწავლეს შესაბამისს სახდელს.
ბოლოს გეტყვით,რომ თუკი მასწავლებელი უმიზეზოდ გაყენებთ შეურაცხყოფას, საზოგადოებაში ცინიკურად საუბრობს თქვენს ოჯახზე ან არ გიწერთ შესაბამის ქულას ეს ყველაფერი არის დანაშაული და არავითარ შემთხვევაში არ გამართლდება ის ;)
No comments:
Post a Comment