Tuesday, November 24, 2015

განათლების მიღების სურვილი და პროფესიის არჩევის თავისუფლება


როგორც განთლების მიღების სურვილი ასევე პროფესიის შერჩევა ადამიანის თავისუფალი ნებაა და ვფიქრობ ეს მისი გადასაწყვეტია. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი:
 17 წლის თაკოს სურს, ექიმი გამოვიდეს. მას ეს პროფესია ძალიან მოსწონს და ოცნებობს მასზე.თუმცა მშობლები ეუბნებიან,რომ სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა, დანარჩენ პროფესიებთან
შედარებით, ყველაზე ხანგრძლივია.მათ მიაჩნიათ რომ ამდენი წელი სწავლის ნაცვლად, უმჯობესია შვილმა მათთან ერთად მაღაზაიში იმუშაოს.
  საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა მშობლებს აიძულონ თაკო შეცვალოს მისი არჩევანი და უარი თქვას განათლების მიღებაზე?
  ზოგადად, განათლების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძირეული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუცია სახემწიფოს აკისრებს ვალდებულებას,უზრუნველყოს განათლების უფლების დაცვა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სახემწიფოს მიერ ამ უფლების შეზღუდვაზე ,არამედ მშობლების მხრიდან არასრულწლოვანი შვილის ინტერესებისა და უფლებების დაცვასა და დარღვევაზე. წარმოდგენილ მაგალითში მთავარია საოჯახო სამართლით მშობელზე დაკისრებული მოვალეობა, რომ ყველა შემთხვევაში იზრუნოს შვილის გონებრივ თუ სოციალურ განვითარებაზე.
  ნებისმიერ ქვეყანასა თუ საზოგადოებაში, გარდა მოქმედი კანონებისა ხალხში დამკვიდრებული ტრადიციები არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენს საზოგადოებაში უცხო არა არის მშობლების მიერ შვილების პროფესიულ არჩევანში ჩარევა. რაც რათქმაუნდა მათივე შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველყოფითაა გამართლებული. ბუნებრივია, შვილებმა უნდა გავითვალისწინოთ დედ-მამის, როგორც ჩვენი მშობლების კეთილი ნება, რჩევა და ისე მივიღოთ ცხოვრებისუელი გადაწვეტილება. თავის მხრივ მშობლებიც შვილების უფლებებით,სურვილებითა და ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდნენ,თუმცა ფაქტია,რომ შვილისათვის განათლების მიღების აკრძალვა ცალსახად ეწინააღმდეგება მშობლის კანონით დადგენილ ვალდებულებას.
  ამიტომ მშობლები  ვერ აიძულებენ თაკოს, უარი თქვას განათლების მიღებაზე და ვერც  იმას აიძულებენ შეცვალოს თავისი პროფესიული არჩევანი მიუხედავად იმისა,რომ ის არასწულწლოვანია.

No comments:

Post a Comment