Friday, November 27, 2015

ბულინგი

დღეს ისეთ ფაქტს შევესწარი სკოლაში ბულინგზე,რომ არ დამეპოსტა უბრალოდ არ შემეძლო.მოგიყვებით ამ შემთხვევას, მაგრამ ანონიმურობა აუცილებლად დაცული მექნება. სკოლაში ერთი ბიჭი ძალიან კარგად სწავლობს,რის გამოც სხვა ბიჭები დასცინიან, ჩაგრავენ და ,,შკოლნიკს" ეძახიან. დღესაც მისი დამცირების მიზნით გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კარის უკან ჩაუსაფრდნენ და გაკვეთილიდან გამოსულ ბიჭს ხელი ჰკრეს ისიც დაეცა და ცხვირი გაუტყდა. საწყალმა არაფერი თქვა თავისთვის ჩუმად სახლში წავიდა. ასეთი შემთხვევის მომსწრე პირველად გავხდი და ცხოვრებაში პირველად შემრცხვა იმის, რომ ადამიანი ვარ. დღეს მიზნად დავისახე, რომ გავაგებინო ამ ბავშვებს რამდენად დამღუპველად მოქმედებს  მათი საქციელი. ჩემი წამოწყებული საქმე კი ყოველთვის ბოლომდე მიმყავს და რათქმაუნდა ამ პრობლემასაც მოვაგვარებ.
 ვისაუბროთ რა არის ბულინგი? ტერმინი ,,ბულინგი" ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს,რომელიც ხორციელედება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ. ის, ვინც მიმართავს ბულინგს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას. სკოლებში ბავშვები არც თუ იშვიათად განიცდიან ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს სხვა ბავშვების მხრიდან. ეს მოვლენა გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. უფრო ხშირად ბულინგის მსხვერპლნი არიან უმცროსკლასელები. ბულინგი ხშირად გრძელვადიანია. ის ხდება სამუშაო ადგილას, სკოლაში, ეზოში და ა.შ.  ბულინგის შემთხვევები უმეტესად გაუხმაურებელი რჩება, რაც მოგვიანებით ჩაგვრის მსხვერპლის დანგრეული ფსიქიკით და საზოგადოების არასრულფასოვნათ ჩამოყალიბებით სრულდება. 
ბულინგი დღეს ყველაზე აქტუალური თემაა სკოლებში, თუმცა ეს არ ხდება მხოლოდ აქ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში აღწერილია ბულინგი სამსახურში. მე პირადად ამ სულ რაღაც ორ წუთიანმა ვიდეომ ცრემლებიც კი მომგვარა.

მე გოგო,რომ არ ვყოფილიყავი აუცილებლად ჩავერეოდი დღევანდელ შემთხვევაში და დავიცავდი მსხვერპლს. ბუნებრივია,რომ როდესაც ადამიანზე მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა ხდება, ყველას გვაქვს უფლება ჩავერიოთ მის დასაცავად. ამ უფლებას, როგორც ჩვენთვის ცნობილია აუცილებელი მოგერიების უფლება ეწოდება. კანონი გვაძლევს უფლებას ამ დროს ზიანი მივაყენოთ თავდამსხმელს თუმცა არ გადავცილოთ მოგერიების ფარგლებს.თუ ჩვენი მიზანია მხოლოდ მოჩხუბრების გაშველება ჩვენი ქმედება ამ შემთხვევაშიც კანონიერია, თუმცა სამწუხაროდ, ზოგჯერ ,, გამშველებელს მეტი ხვდება". და ბოლოს გახსოვდეთ, ჩაგვრაზე (ბულინგზე) უარის თქმა ძალიან მარტივია, თუკი სხვას ისე მოვექცევით,როგორც გვინდა რომ თავად ჩვენ მოგვექცნენ.

No comments:

Post a Comment