Friday, November 27, 2015

ინტერვიუ ახალციხის რაიონის სოფელ ანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გვანცა ჩუბინიძესთან

-გამარჯობა
-გამარჯობა
-რამდენიმე კითხვა მექნება შენთან, ბულინგთან დაკავშირებით და შეგიძლია მიპასუხო?
-რათქმაუნდა დავიწყოთ.
-მაინტერესებს იცი თუ არა რას ნიშნავ ბულინგი?
-როგორც ვიცი,ბულინგი არის ჩაგვრა, დაცინვა, ჟარგონით,რომ ვთქვათ ,,დაჩმორება".
-კი მართალი ხარ. ყოფილხარ თუ არა ოდესმე ბულინგის შემსწრე და საერთოდ ხშირია თუ არა მსგავსი შემთხვევები შენს სკოლაში?
-საბედნიეროდ ჩემს წინაშე მსგავსი რამ არ მომხდარა და ვფიქრობ,რომ ჩემს სკოლაში ბულინგს ადგილი არ აქვს.
-ეს მართლაც სასიხარული ფაქტია <3
-დიახ ძალიან.
-როგორც ვიცით დღეს ძალიან აქტუალურია ბულინგის თემა და შენი აზრით,არსებობს თუ არა მისი გადაჭრის გზები?
-ვფიქრობ რომ გადაუჭრელი არაფერია,თუ სკოლის მოსწავლეები და ზოგადად ბავშვები გაერკვევიან ბულინგის უარყოფით მხარეებში,მიხვდებიან რომ ტერორი თანაკლასელის ან თანასკოლელის მიმართ ისეთივე კანონდარღვევაა როგორც დისკრიმინაცია გარკვეული ნიშნით.
-შენი აზრით რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ბულინგმა?
-პირველ რიგში ბულინგის მსხვერპლი ხდება თავისთავში ჩაკეტილი და შესაძლოა მან თვითმკვლელობაც სცადოს. ისე რომ ბულინგს შეუძლია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
-დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ
-კარგად

No comments:

Post a Comment