მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ავხსნა რას ნიშნავს უფლება,მოვალეობა და რა სხვაობაა მათ შორის.
უფლება ნიშნავს ადამიანისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას,საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების მიხედვით განახორციელოს მოქმედებები, დაიცვას საკუთარი ინტერესები და სხვებსაც მოსთხოვოს ამ უფლებების დაცვა.უფლება და მოვალეობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არ არსებობს უფლება, რომელსაც არ შეესაბამება მეორე მხარის მოვალეობა.მაგალითად, მოსწავლეს აქვს სწავლის უფლება - სახელმწიფოს კი მოვალეობა უზრუნველყოს იგი.
ადამიანის უფლებები საყოველთაოა, ვინაიდან ისინი ეფუძნება თითვეული ადამიანის ღირსებას - რასის,კანის ფერის,სქესის,ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რელიგიის,ენის, ეროვნების,ასაკის, სექსუალური ორიენტაციის,უნარშეზღუდულობისა თუ სხვა რაიმე გამორჩეული ნიშნის მიუხედავად.ადამიანის უფლებები აღიარებულია ყველა სახემწიფოს მიერ და ყველას თანაბრად ეხება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და უცვლელია ყველასთან მიმართებით ნებისმიერ ადგილას.
No comments:
Post a Comment