კომუნიკაციის საშუალებების განვითარების პარალელურად უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვამ. დღეს ჩვენი ტელეფონი და კომპიუტერი, შეიძლება უფრო მეტ ინფორმაციას ინახავდეს, ვიდრე პირადი დღიური,ამიტომაც არის რომ სისხლის სამართლის კანონი საგანგებო ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური საშუალებით გადაცემულ ინფორმაციაზე და მის უკანონო მოპოვებას სჯის სისხლის სამართლის წესით.
გავიხსენებ ერთ შემთხვევას,როცა ჩემმა ერთ-ერთმა თანაკლასელმა მეორეს წაართვა მობილური ტელეფონი და მისი პირადი სასიყვარულო შეტყობინებები კლასში ხმამაღლა წაიკითხა. მაშინ ალბათ ვერ ვაცნობიერებდი,მაგრამ ახლა ვხვდები რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. მსგავსი შემთხვევა იყო, როდესაც მე გამიტეხეს ,,ფეისბუკი" (facebook) სადაც ჩემი უამრავი პირადი ინფორმაცია მქონდა შენახული და რასაკვირველია ყველაფერი წაიკითხეს. სოციალურ ქსელებში შექმნილი ჩვენი პროფილი ჩვენი ვირტუალური სახლია და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ ჩვენი სახლში არყოფნის დროს ჩვენი ბინა გატეხოს, შევიდეს ყველა ოთახში, გამოაღოს კარადები, ჩაიხედოს უჯრებში, გამოიტანოს ჩვენი პირადი სურათები და დაურიგოს სხვებს. დამეთანხმებით იგივე შემთხვევაა.
იმისათვის,რომ სოციალურ ქსელებში ჩვენი პირადი ანგარიში დაცული იყოს არასასურველი პირების წვდომოსაგან, მაგალითად სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკში". მოგცემთ 6 რეკომენდაციას:
- ავარჩიოთ ძლიერი პაროლი,რომელიც მინიმუნ 6 ციფრის, ასოს ან პუნქტუაციის ნიშნების კომბინაციისგან შედგება.
- მივუთითოთ დაცული ელექტრონული ფოსტა.
- უცხო კომპიუტერის გამოყენების დროს აუცილებლად გამოვიდეთ ჩვენი ანგარიშიდან (log out)
- კომპიუტერში ხშირად გავწმინდოთ უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები.
- გამოვიყენოთ ვებგვერდის უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები.
- დავფიქრდეთ, ვიდრე რამეზე დავაკლიკებთ ან რამეს გადმოვწერთ ინტერნეტიდან.
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო თუ რაიმე ტექნიკური საშუალებით ხელშეუხებელია. ადამიანის ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. კერძო პირებს სხვისი კერძო ცხოვრების საიდუმლოებაში ჩარევის უფლება არ აქვთ. ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია კანონითა და კონსტიტუციით. კანონი კრძალავს კერძო საუბრის, პირადი მომიწერის საიდუმლოების დარღვევას: იგი კიდევ უფრო მკაცრია, როდესაც საქმე ეხება უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.
No comments:
Post a Comment