Saturday, November 21, 2015

რელიგიის თავისუფლება

  ჩემი პირველი პოსტით მინდა ვისაუბრო რელიგიის თავისუფლებაზე და პირველ რიგში სოლიდარობა გამოვუცხადო საფრანგეთს,სადაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა ტერაქტი . რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
  განვმარტოთ რა არის ტერორიზმი - ეს არის ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა,რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი.  
საინტერესოა რა აიძულებთ ადამიანებს გახდნენ ტერორისტები? ან ვინ უფრო შესაცოდია ისინი ვინც ამ ტერორისტულ აქტებს ეწირებიან თუ ისინი ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებენ? ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები ბევრია,მაგრამ მათ შორის გამოიყოფა რელიგიური და ეკონომიკური.
ნებისმიერო ტერორისტული ქმედება ან თუნდაც ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება დასჯადი ქმედებაა.

  ახლა გადავიდეთ უშუალოდ რელიგიის თავისუფლებაზე. გავიხსენებ ერთ შემთხვევას ჩემი ცხოვრებიდან: ერთ დღეს კარზე გავიგონე ზარის ხმა და კარი,რომ გავაღე დავინახე ქალი და კაცი, რომლებმაც გამომიცხადეს რომ ჩემთან ,,ჭეშმარიტ ღმერთზე" საუბარი სურდათ. კითხვაზე თუ რომელი რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები არიან, მათ მიპასუხეს რომ წარმოადგენდნენ ,,ჭეშმარიტი ღმერთის სექტას". მე არ მსურდა მათთან გასაუბრება და ვუთხარი რომ არ მაინტერესებდა ეს საკითხი და ბინაში შევბრუნდი.
  საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად ,,ყოველ ადამიანს აქვს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება,დაუშვებელია ამის გამო ადამიანის დევნა". მე-20 მუხლის მიხედვით კი, ,,არავის აქვს უფლება,შევიდეს საცხოვრებელ ბინაში... პირთა ნების საწინააღმდეგოდ,... თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა".


აუცილებელია იმის ცოდნა,რომ საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს რელიგიის თავისუფლებას,რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია და ნებისმიერ პირს ანიჭებს უფლებას, სწამდეს და მისდევდეს მისთვის სასურველ რელიგიას. მიუხედავად იმისა,რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანია, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა სახემწიფო რელიგიად გამოცხადებული არ არის. სახელმწიფო რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას აცხადებს, მაგრამ ამასთან ერთად აღიარებს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებული ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში.

No comments:

Post a Comment