დევნილად ითვლება პირი,რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი,იმ მიზეზით რომ საფრთხე შეექმნა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს ან თავისუფლებას,უცხო ქვეყნის აგრესიის შედეგად.
დღევანდელ საქართველოში 250 000-მდე დევნილია რაც განაპირობა იმან რომ საქართველომ 1993 წელს დაკარგად აფხაზეთი 2008 წელს კი ცხინვალი. დევნილის უფლებაა დახმარება ითხოვოს ქვეყნისგან, სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს დევნილი საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს მას.
როგორც ვიცი დღევანდელ დევნილებს მისი სტატუსიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აქვთ ყოველთვიური გასაცემელი (ფულადი დახმარება) რაც შეეხება საცხოვრებელს თითქმის დევნილთა ნახევარი ბინის გარეშე არის დარჩენილი.სახელმწოფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის,რომ ყველა დევნილ ოჯახს ჰქონდეს საკუთარი სახლი და უზრუნველად იცხოვროს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით 2015-2016 წლებში 1200-მდე დევნილი მიიღებს ბინას, თბილისის ზღვის მიმდებარედ აშენებებულ საცხოვრებელ კომპლექს ,,ოლიმპიურ სოფელში".
ჩემი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებ,დევნილთა უფლებები საქართველოში დაცულად მიმაჩნია. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ,რადგან ბევრ დევნილს დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, თუმცა მათი სიმრავლიდან გამომდინარე, ასე მალე შეუძლებელია ყველას დაკმაყოფილება, ამას შეიძლება რამდენიმე ათეული წელიც კი დაჭირდეს.
Tuesday, December 15, 2015
Monday, December 14, 2015
რასიზმი საქართველოში
რასიზმი მსოფლიოს ყველაზე მტკივნეული თემაა. დღეს ვისაუბრებ უხეშად,რომ ვთქვა ტერმინ ,,ზანგზე" და მასთან ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ,,ზანგი", ,,ფერადკანიანი", ,,შავკანიანი", თუ ,,აფროამერიკელი" გაიგივებული აქვთ დამამცირებელ და დასაცინ მნიშვნელობად.
ქართველები ხშირად იყენებენ ამ ტერმინს უარყოფით კონტექსტში, თუ ოდესმე საზოგადეობერივი ტრანსპორტით გიმგზავღიათ უსათუოდ მოისმენდით ისეთ ფრაზებს,როგორიცაა ,,ზანგი ხო არ ვარ?" ,,ნახე ის ზანგია" ,,მალე წითელ წიგნში შესაყვანები გავხდებით, წაგვლეკეს ამ ზანგებმა,თან რა სუნი ასდით" ,, რაუბედურებაა ამდენი ზანგი" და კიდევ უამრავი ...
ვფიქრობ, საქართველოში ,,ზანგებისადმი" ასეთი დამოკიდებულება განაპირობა იმან, რომ საქართველო ტრადიციული და რელიგიურ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოა. ,,ზანგი" კი მათთვის უუფლებო მონასთან ასოცირდება. საქმე ისაა რომ ჩვენს საზოგადოებას არ გაუვლია ის გზა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა გაიარეს ,,არასოდეს ჩამოუყვანიათ საქართველოში ,,შავკანიანი" მონები.ასეთი დამცინავი დამოკიდებულება კი იმიტომ აქვთ,რომ ისინი არ გვანან ქართველებს,არადა ეს ბუნებრივიცაა ,მარტივად რომ ვთქვათ მხოლოდ კანის ფერია და სხვა არაფერი.
ადამინებო უნდა გვესმოდეს,რომ ის ,,ზანგიც" ჩვეულებრივი ადამიანია,როგორც შენ, მასაც წყინს, მასაც უყვარს, მასაც სცივა და განიცდის ყველაფერს რასაც შენ, მისი ნაკლი ალბათ ისაა რომ არის ,,შავი ფერის" ?! იქნებ შენ გაქ ეგ ნაკლი რო არ ხარ ,,ფერადკანიანი"? სულ ცოტახნით წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე,როგორი ასატანია როცა ვერ გადიხარ ქუჩაში იმის შიშით,რომ ვიღაცამ არ მოგაყენოს პირადი შეურაცხყოფა ან დაგიშინოს ქვები... მერწმუნეთ ეს ყველაზე საშინელებაა...

Sunday, December 13, 2015
საავტორო უფლებები
21-ე საუკუნეში როგორც გამოგონებისა და ტექნიკური პროგრესის ერაში,საკუთრების სამართალსა და ავტორებისა და გამომგონებლების უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რომ არა საავტორო უფლებების დაცვის ის სამართლებრივი ზომები, ბევრი ნაწარმოები თუ გამოგონება დღის შუქს ვერ ნახავდა. ადამიანი კი როცა თავის შრომის შედეგს ვერ ნახავს ეკარგება მოტივაცია,რომ გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა,ამიტომაც სამართალი და საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველყოფა პროგრესის ფაქტორია. საქართველოს კანონმდებლომაც ცდილობს,მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული გარემო შეუქმნას ავტორებსა და გამომგონებლებს და მათი უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინოს.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,, საავტორო უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას" , ამავე კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, ,,საავტორო უფლებების მფლობელს უფლება აქვს , დამრღვევისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიღებული შემოსავლის ჩათვლით", საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად , ,, შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების უკანონი რეპროდუქცირება",
საავტორო და უფლებების მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად მათი კონტრაფაქციული ასლების გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება, აგრეთვე შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო უფლებების მფლობელის უფლებათა სხვა დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან სამიათას ლარამდე.
ახლა,ინტერნეტის ხანაში განსაკუთრებით გაძნელებულია ფოტო-სურათების ავტორის საავტორო უფლებების დაცვა . ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა , მოქალაქეებს ხშირად უჭირთ, იმის გაანალიზება,რომ თუნდაც ინტერნეტში ძებნისას მოპოვებულ ფოტოზეც შეიძლება ვრცელდებოდეს საავტორო უფლებები.

Wednesday, December 9, 2015
სიცოცხლის უფლება-აბორტი
ნებისმიერ საზოგადოებასა და ნებისმიერ ქვეყანაში აბორტის შესახებ მუდმივი აზრთა ახვადასხვაობა არსებობს. ამ რთულ სოციალურ საკითხს საზოგადოების სხვდასხვა ფენისა და პროფესიის ადამიანები განსხვავებულად უყურებენ, არსებობს უამრავი სამედიცინო,რელიგიური თუ სამართლებრივი არგუმენტაცია ,რომელთა საფუძველზეც კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან მას.
საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 25 000 აბორტი კეთდება. მათ შორის 1770 არასრულწლოვანი ასაკის გოგონებში. იმ ქვეყნებში სადაც აბორტი ოფიციალურად აკრძალული არ არის (მათ შორის არც საქართველოში) ყოველდღიურად 200-ზე მეტი ქალი იღუპება.წლის განმავლობაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებლი 70 ათასს აღწევს.24 წლამდე ყოველ მესამე და 30-დან 44 წლამდე კი ყოველ მერვე ქალს ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული აბორტი. ადრეულ ასაკში გაკეთებული აბორტი ასიდან 25-30 შემთხვევაში დედის სიკვდილით მთავრდება. აბორტი ორსულობის ხელოვნურად შეწვეტაა,რომელიც ბუნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია და გარდა იმისა,რომ სპობს უკვე ჩასახულ სიცოცხლეს, თავად ქალის ორგანიზმსაც აყენებს ზიანს. აბორტი ეს უდიდესი ცოდვაა და მისი აღმოფხვრა ესე ადვილი არ არის ვფიქრობ მისი თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი ქალი უნდა ზრუნავდეს იმაზე,რომ ყველანაირად თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მიხედვით , ,,ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერთიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და ამ მომენტიდან გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა".

Tuesday, December 8, 2015
ადრეული ქორწინება
ადრეულ ქორწინებად ითვლება ყველა ის ქორწინება, როდესაც ოჯახს ქმნის 18 წელს მიუღწეველი წყვილი (ამ შემთხვევაში ,,ბავშვები")
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1108-ე მუხლის მიხედვით, ,,ქორწინ3ება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ხოლო 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანის ქორწინება დაიშვება მშობლის ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.თანხმობაზე მზრუნველის ანმშობლის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას,დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს". ახლა მინდა ჩემეულად განვმარტო ეს კანონი და უფრო გასაგები გავხადო თქვენთვის: მშობელი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია,თუმცა არის შემთხვევები,როცა არასრულწლოვანი მოკლებულია მშობლის მზრუნველობას მაგალითად,მისი დაღუპვის ან მშობლის უფლებების ჩამორთმევის გამო.ასეთ დროს სახელმწიფო არასრულწლოვანს უნიშნავს მზრუნველს,. ასე რომ არასრულწლოვნისათვის ქორწინების უფლება შეუძლია მისცეს ,როგორც მშობელმა ისე მზრუნველმა. მაგრამ თუ ეს პირი ამ თანხმობაზე ამბობს უარს, წყვილს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს დაქორწინების უფლება რაიმე პატივსადები მიზეზის გამო, ვფიქრობ, ეს მიზეზი გოგონას ორსულობა უნდა იყოს.
მიჩნეულია,რომ ადამიანი 18 წლის ასაკიდან აღწევს როგორც ფიზიკურ ისე გონებრივ მოწიფულობას. ბიოლოგიურად სწორედ ეს ასაკი ითვლება ადამიანის ჩამოყალიბებისა და ზრდის დასრულების ასაკად. ამიტომაც ბუნებრივია,რომ ამ ასაკის მიღწევისას კანონი არჩევანის სრულ უფლებას აძლევს იქორწინოს თუ არა. ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,რომელზეც დამოკიდებულია მისი მომავალი.
მშობლებო, ძალიან გთხოვთ იზრუნეთ თქვენი შვილების მომავალზე და ადრეულ ასაკში ნუ გაათხოვებთ. საქართველოში ძალიან ხშირია ადრეული ქორწინებები,რომლის უმეტესობა განქორწინებით სრულდება. ადრეული ქორწინების შედეგია აბორტი,რაც არა მარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა.

ინტერვიუ თბილისის 82 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბექა კიკოლაშვილთან
-ალკოჰოლის მომხმარებელი ვარ (მხოლოდ ლუდის) ,მაგრამ არა ინტენსიური და ყოველდღიური მომხმარებელი. რაც შეეხება თამბაქოს მისი მომხმარებელი არ ვარ.
-ჩემი მეგობრები არ არიან მწეველები აქედან გამომდინარე ბევრი არ არის, მგონი მხოლოდ მამაჩემი.
-ალბათ ხშირად გიწევს მაღაზიაში ალკოჰოლის ან თამბაქოს შეძენა და უთქვიათ თუ არა გამყიდველს უარი მათ ყიდვაზე მხოლოდ იმიტომ რომ შენ არასრულწლოვანი ხარ?
-არ მახსენდება ასეთი ფაქტი,რომ რომელიმე სუპერმარკეტში უარი ეთქვათ.
-შენი აზრი მაინტერესებს ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანებზე თამბაქოსა და ალკოჰოლის გაყიდვის უფლება არ აქვთ. რამდენად სწორად მიგაჩნია ეს?
-მე ვფიქრობ,რომ არ არის საჭირო ეს კანონი რომ არსებობდეს,იმიტომ რომ ჩნდება დიდი უკმაყოფილება მოზარდებში და თუ მას არ მიყიდიან როგორც წესია, შეიძლება მან იქურდოს და მაინც იშოვოს ,,სიგარეტი" ან თუნდაც ალკოჰოლური სასმელი.
-შენ როგორ მოიქცეოდი უარი რომ ეთქვათ მათ შეძენაზე?
-რათქმაუნდა მე არ მოვიპარავდი მაგრამ სხვა მაღაზიაში წავიდოდი სადაც მომცემდნენ
-კარგი დიდი მადლობა ნახვამდის
-არაფერს, ნახვამდის
Saturday, December 5, 2015
ალკოჰოლის და თამბაქოს შეძენა არასრულწლოვანი პირის მიერ
ალკოჰოლისა და თამბაქოს არასრულწლოვნისათვის მიყიდვა არის მათი რეალიზაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა და ისჯება კანონით. შეიძლება გაჩნდეს კითხვა ,რომ არასრულწლოვანს ხომ შეიძლება ამით შეეზღუდოს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ? მაგრამ აქვე გიპასუხებთ, რომ ეს ასე არ არის, კანონმდებელი უფრო მეტ სიკეთედ არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვას მიიჩნევს და ამისათვის ადგენს სპეციალურ წესებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,თამბაქოს და ალკოჰოლის პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამე ასაკის პირზე, გამოიწვევს გამყიდველის დაჯარიმებას 100 ლარით". ამ მუხლის მიხედვით, ადამიანი ისჯება თამბაქოს და ალკოჰოლის გაყიდვისთვის და არა ყიდვისთვის, ასე რომ ისჯება მხოლოდ გამყიდველი და არა მყიდველი. თუმცა ამის მიუხედავად, (გავითვალისწინოთ რომ არასრულწლოვანი ვარ), არცერთ გამყიდველს უარი არ უთქვამს ჩემთვის თამბაქოს ან ალკოჰოლის შეძენისას.
საგულისხმო ფაქტია ის,რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კვლევების მიხედვით, ყოველი მეხუთე ადამიანი მწეველია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოში სკოლის მოსწავლეებლის დაახლოებით 22% მწეველია.თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლიდან,ხოლო გოგონები 12-13 წლიდან იწყებენ. მოზარდების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს მიბაძვით,კერძოდ: ,,სიგარეტის მოწევა" ასოცირდება ,,დიდობასთან" და თანატოლებში თავის დამკვიდრებასთან.
საგანგაშოა,რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანს კლავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. იგივე ორგანიზაციის მონაცემებით ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად 2.5 მილიონ ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. აქედან დაახლოებით 14%-ამდე შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის. შეიძლება ეს რიცხვები რაღაც წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ ეს სამწუხარო რეალობაა.
მე ამაყად შემიძლია განვაცხადო,რომ არ ვარ არც თამბაქოს და არც ალკოჰოლის მომხმარებელი და საერთოდ ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ტრეფიკინგი
ტრეფიკინგი ნიშნავს ადამიანის გადაბირებას,ტრანსპორტირებას,გადაყვანას,შეფარებას ან მიღებას,მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით,მოტყუებით ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენება.ტრეფიკინგი ანუ ადამიანებით ვაჭრობა არის ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, ასევე ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, რაც ნიშნავს პირადობის მოწმობის ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, მიმოწერის და რაიმე კონტაქტის აკრძალვას.
ტრეფიკინგის მსხვერპლი არის ადამიანი,რომელიც მოტყუებით გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში, ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით.
ტრეფიკინგის დანაშაული სამ ელემენტს შეიცავს :
- ადამიანების მიღება, ტრანსოპორტირება, მიღება და გადამალვა.
- დაშინება, ძალადობა ან ძალის გამოყენების გარეშე გადაყვანა.
- ექსპლუატაცია, განსაკუთრებით ძალდატანებით მუშაობა:სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სექტორში,ასევე ძალდატანებითი შემწეობის თხოვნა, პროტიტუცია და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები.
ტრეფიკინგის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც.საქართველო ძირითადად წარმოშობით ტრანზიტის სახელმწიფოა, საიდანაც ტრეფიკინგის მსხვერპლი ძირითადად გერმანაში, თურქეთში, საბერძნეთში და არაბეთში გადაჰყავთ. ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ 4 მილიონი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი,რომელთაგან უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან,რადგან ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.
Tuesday, December 1, 2015
არა ძალადობას!
დღეს ოჯახში ძალადობის თემა ძალზე აქტუალური და მტკივნეული თემაა.
სამწუხაროდ, დღემდე სახელმწიფო თვლიდა,რომ ოჯახში ძალადობა ,,ოჯახის საქმე" იყო და ეს იქვე უნდა მოგვარებულიყო. თავად ძალადობის მსხვერპლიც არაფერს ამბობდა, მას სცხვენოდა საკუთარი თავის , ოჯახის. არ უნდოდა განეცხადებინათ თავისი პრობლემა. ამის გამო ეს საკითხი დღემდე ჩრდილშია. მსხვერპლს არ სჯერა სამართალდამცავი ორგანოების, ხშირად ნათესავები და სამართალდამცველებიც ჩაგრულს ადანაშაულებენ,რაც განაპირობებს იმას,რომ მსხვერპლი მოძალადის პირისპირ მარტო რჩება და ისღა დარჩენია ითმინოს უსასრულოდ.ამა თუ იმ ფორმით ძალადობის გავლენას თითქმის ყველა ბავში განიცდის.ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობას მიაკუთვნებენ ოჯახში კომფლიქტებს, მშობლების განქორწინებას,რაც ბავშვისთვის დიდი ტრამვაა და მის მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს.
ოჯახში ძალადობა არ ხდება მხოლოდ ბავშვებზე, ხშირად ძალადობის მსხვერპლი არიან ქალები,რისი შემთხვევაც საქართველოში ძალიან ხშირია. როცა საღამოს მამა მოდის მთვრალი და მის ცოლს ბავშვების თანდასწრებით აყენებს ფიზიკურ შეურაცყოფას, ძალადობა ხორციელდება როგორც ქალბატონის ასევე ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჩემი აზრით ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად ყველაზე სწორი გზა განქორწინებაა.თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა მოხდება განქორწინება, მაგრამ ,,თავის შეცოდების" გზით კვლავ დაბრუნებულა ქალი მეუღლესთან და რამდენიმე კვირაში იგივე განმეორებულა. ვფიქრობ, აქ უკვე სამართალდამცველები უძლურები არიან.
როდესაც ოჯახში ბავშვზე ორივე მშობელი ძალდობს მათ მოქმედებას კრძალავს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილი,რომლის მიხედვით, მშობელს,რომელიც სისტემატიურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას, ძალადობს შვილზე,მასზე ახდენს უარყოფით გავლენას ამორალური საქციელით, ქრინიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მშობლის უფელბის ჩამორთმევა უკანასკნელი ფორმაა რომლის გადაწყვეტილებას,მხოლოდ სასამართლო იღებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს,რა ზომით და რა ფარგლებში მოხდა ბავშვის უფებების დარღვევა.
2007 წლიდან 2011 წლამდე პერიოდის კვლევები გვიჩვენებს,რომ საქართველოში ოჯახური ძლადობის 1025 ფაქტი მოხდა. აქედან ძალადობის მსხვერპლნი უფრო მეტად ქალები არიან.
ახლა სწორედ ის დროა, როცა არავინ უნდა გაჩუმდეს, რომ ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო.
მოძალადეები ერთად უნდა შევაჩეროთ!
ქალთა უფლებები
საინტერესოა რამდენად დაცულია ქალთა უფლებები საქართველოში? და არის თუ არა დაცული გენდერული თანაწორობა? დღეს ქალთა უფლებების დამცველი არის ფემინისტი. ფემინიზმი - ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ემსახურება ქალებისთვის ყველანაირი სამოქალაქო უფლების მინიჭებას. ბევრს არ ესმის და თვლის,რომ ფემინიზმი კაცების დისკრიმინაციისთვის არის შექმნილი, მაგრამ ფემინიზმი ამასთან არაფერ შუაში არ არის. ქალს სუსტ სქესად თვლიან და ამიტომ თითქოს მას არ შეუძლია იმის გაკეთება რაც მამაკაცს. ფიქრობენ, რამდენად მისაღებია ამ ორი სქესის ერთმანეთთან გათანაბრება და თან ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში,როგორიც საქართველოა. საქართველო მსოფლიო გენდერული ინედექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა, ეს არც თუ ისე ცუდი შედეგია, მაგრამ ჩემი აზრით საქართველოში გენდერული თანასწორობა დაცული არ არის. რაც იქიდან ჩანს ,რომ ქალები თითქმის საზარალო მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში(150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალია.) აღმასრულებელ ხელისუფლებაში 18 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალია. კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მართალია ქალთა რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ საფეხურზეა წარმოდგენილი,მაშინ როცა გადაწვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს ეკუთვნით, მაგალითად, საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318 მამაკაცი და მხოლოდ 296 ქალი. გარდა ამისა აღსანიშნავია ის რომ იმ პლანეტაზე სადაც 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და აქედან ნახევარზე მეტი ქალია, მიწის მესაკუთრე ქალთა რაოდენობა ,მხოლოდ 1%-ია.
ჩემს ცხოვრებაშიც იყო მომენტი,როცა ჩემი უფლება, სურვილი იზღუდებოდა მხოლოდ იმიტომ,რომ ვიყავი გოგო და არა ბიჭი. ძალიან მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და რათქმაუნდა მინდოდა მყოლოდა ჩემი საკუთარი ველოსიპედი,მშობლები კი ამის წინააღმდეგები იყვენენ ,, ბიჭი ხომ არ ხარო?" ამას მეუბნებოდნენ. მიუხედავად ამისა მე მაინც ავისრულე ოცნება და ველოსიპედი ვიყიდე. როგორ? ცოტა სულელურად შეიძლება მოგეჩვენოთ. ძალიან გრძელი და ქერა თმა მქონდა, წავედი შევიჭერი, გავყიდე აღებული ფულით კი ვიყიდე ველოსიპედი, ამით დავანახე ჩემს მშობლებს,რომ მეც მაქვს ჩემი სურვილები რასაც აუცილებლად ავისრულებ.
ქალთა ძალადობა ასევე ძალიან აქტულაური თემაა. ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი საქართველოში, აღიარებს,რომ გამხდარა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა მთავარი უბედურება ის არის ,რომ ქალთა უმრავლესობა ამას დასაშვებად თვლის და ფიქრობს ,რომ ქალი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. იგივე,რომ ვკითხოთ დასაშვებია თუ არა ქალების მიერ კაცების ძალადობაო? მათთვის ეს გაუგონარი და შეუძლებელია. ჩნდება კითხვა, თუ საქართველოში დაცულია გენდერული თანასწორობა ,მაშინ რატომ ფიქრობს ხალხი,რომ ქალებზე ძალადობა შეიძლება და კაცებზე არა.
ამ ყველაფრისგან თავის აცილების მიზნით, გენდერული თანასწორობის სწავლება, უფრო კი ძალადობის წინააღმდეგ გარკვეული სტრატეგიების გამოყენება სასკოლო და უფრო ადრეული ასაკიდანაც კი უნდა იწყებოდეს.
ბოლოს მინდა გითხრათ,რომ მეც ქალი ვარ და მეც მაქვს უფლება ვიყო ფემინისტი , ვაღიარებდე საკუთარ უფლებებს და პატივს ვცემდე საკუთარ თავს, სურვილებს და შესაძლებლობებს. და თქვენც გახსოვდეთ ქალბატოენებო, მას შემდეგ,რაც მსოფლიოში პირველად ფინელმა ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს არავის აქვს უფლება ,,მოგვაკეტინოს" არავის!
Subscribe to:
Posts (Atom)