Friday, November 27, 2015
თავისუფლების შეზღუდვა
ადამიანის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა,რომელიც აღიარებული არა
მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით,არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით.სახელმწიფოს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეუძლია შეზღუდოს ადამიანის უფლება.ყველაზე ხშირად პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა ხდება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების სახით. კერძო პირებს სხვისი დაკავების ან თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ აქვთ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე,რაც მძიმე დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.
შესაბამისად უნდა ვიცოდეთ,რომ სხვის თავისუფლებასთან თამაში არ შეიძლება და ის, რაც უწყინარ ხუმრობად შეიძლება მოგვეჩვენოს, მძიმე დანაშაულია და ისჯება კანონით.
მაგალითად, თანატოლის ოთახში ჩაკეტვა რამდენიმე საათით უკვე თავისუფლების შეზღუდვაა და ეს რაღაც უბრალო ,,გასართობი" სისხლის სამართლის დანაშაულია.
ინტერვიუ ახალციხის რაიონის სოფელ ანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გვანცა ჩუბინიძესთან
-გამარჯობა
-გამარჯობა
-რამდენიმე კითხვა მექნება შენთან, ბულინგთან დაკავშირებით და შეგიძლია მიპასუხო?
-რათქმაუნდა დავიწყოთ.
-მაინტერესებს იცი თუ არა რას ნიშნავ ბულინგი?
-როგორც ვიცი,ბულინგი არის ჩაგვრა, დაცინვა, ჟარგონით,რომ ვთქვათ ,,დაჩმორება".
-კი მართალი ხარ. ყოფილხარ თუ არა ოდესმე ბულინგის შემსწრე და საერთოდ ხშირია თუ არა მსგავსი შემთხვევები შენს სკოლაში?
-საბედნიეროდ ჩემს წინაშე მსგავსი რამ არ მომხდარა და ვფიქრობ,რომ ჩემს სკოლაში ბულინგს ადგილი არ აქვს.
-ეს მართლაც სასიხარული ფაქტია <3
-დიახ ძალიან.
-როგორც ვიცით დღეს ძალიან აქტუალურია ბულინგის თემა და შენი აზრით,არსებობს თუ არა მისი გადაჭრის გზები?
-ვფიქრობ რომ გადაუჭრელი არაფერია,თუ სკოლის მოსწავლეები და ზოგადად ბავშვები გაერკვევიან ბულინგის უარყოფით მხარეებში,მიხვდებიან რომ ტერორი თანაკლასელის ან თანასკოლელის მიმართ ისეთივე კანონდარღვევაა როგორც დისკრიმინაცია გარკვეული ნიშნით.
-შენი აზრით რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ბულინგმა?
-პირველ რიგში ბულინგის მსხვერპლი ხდება თავისთავში ჩაკეტილი და შესაძლოა მან თვითმკვლელობაც სცადოს. ისე რომ ბულინგს შეუძლია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
-დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ
-კარგად

ბულინგი
დღეს ისეთ ფაქტს შევესწარი სკოლაში ბულინგზე,რომ არ დამეპოსტა უბრალოდ არ შემეძლო.მოგიყვებით ამ შემთხვევას, მაგრამ ანონიმურობა აუცილებლად დაცული მექნება. სკოლაში ერთი ბიჭი ძალიან კარგად სწავლობს,რის გამოც სხვა ბიჭები დასცინიან, ჩაგრავენ და ,,შკოლნიკს" ეძახიან. დღესაც მისი დამცირების მიზნით გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კარის უკან ჩაუსაფრდნენ და გაკვეთილიდან გამოსულ ბიჭს ხელი ჰკრეს ისიც დაეცა და ცხვირი გაუტყდა. საწყალმა არაფერი თქვა თავისთვის ჩუმად სახლში წავიდა. ასეთი შემთხვევის მომსწრე პირველად გავხდი და ცხოვრებაში პირველად შემრცხვა იმის, რომ ადამიანი ვარ. დღეს მიზნად დავისახე, რომ გავაგებინო ამ ბავშვებს რამდენად დამღუპველად მოქმედებს მათი საქციელი. ჩემი წამოწყებული საქმე კი ყოველთვის ბოლომდე მიმყავს და რათქმაუნდა ამ პრობლემასაც მოვაგვარებ.
ვისაუბროთ რა არის ბულინგი? ტერმინი ,,ბულინგი" ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს,რომელიც ხორციელედება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ. ის, ვინც მიმართავს ბულინგს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას. სკოლებში ბავშვები არც თუ იშვიათად განიცდიან ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს სხვა ბავშვების მხრიდან. ეს მოვლენა გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. უფრო ხშირად ბულინგის მსხვერპლნი არიან უმცროსკლასელები. ბულინგი ხშირად გრძელვადიანია. ის ხდება სამუშაო ადგილას, სკოლაში, ეზოში და ა.შ. ბულინგის შემთხვევები უმეტესად გაუხმაურებელი რჩება, რაც მოგვიანებით ჩაგვრის მსხვერპლის დანგრეული ფსიქიკით და საზოგადოების არასრულფასოვნათ ჩამოყალიბებით სრულდება.

ბულინგი დღეს ყველაზე აქტუალური თემაა სკოლებში, თუმცა ეს არ ხდება მხოლოდ აქ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში აღწერილია ბულინგი სამსახურში. მე პირადად ამ სულ რაღაც ორ წუთიანმა ვიდეომ ცრემლებიც კი მომგვარა.
მე გოგო,რომ არ ვყოფილიყავი აუცილებლად ჩავერეოდი დღევანდელ შემთხვევაში და დავიცავდი მსხვერპლს. ბუნებრივია,რომ როდესაც ადამიანზე მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა ხდება, ყველას გვაქვს უფლება ჩავერიოთ მის დასაცავად. ამ უფლებას, როგორც ჩვენთვის ცნობილია აუცილებელი მოგერიების უფლება ეწოდება. კანონი გვაძლევს უფლებას ამ დროს ზიანი მივაყენოთ თავდამსხმელს თუმცა არ გადავცილოთ მოგერიების ფარგლებს.თუ ჩვენი მიზანია მხოლოდ მოჩხუბრების გაშველება ჩვენი ქმედება ამ შემთხვევაშიც კანონიერია, თუმცა სამწუხაროდ, ზოგჯერ ,, გამშველებელს მეტი ხვდება". და ბოლოს გახსოვდეთ, ჩაგვრაზე (ბულინგზე) უარის თქმა ძალიან მარტივია, თუკი სხვას ისე მოვექცევით,როგორც გვინდა რომ თავად ჩვენ მოგვექცნენ.
Wednesday, November 25, 2015
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
კომუნიკაციის საშუალებების განვითარების პარალელურად უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვამ. დღეს ჩვენი ტელეფონი და კომპიუტერი, შეიძლება უფრო მეტ ინფორმაციას ინახავდეს, ვიდრე პირადი დღიური,ამიტომაც არის რომ სისხლის სამართლის კანონი საგანგებო ყურადღებას ამახვილებს ტექნიკური საშუალებით გადაცემულ ინფორმაციაზე და მის უკანონო მოპოვებას სჯის სისხლის სამართლის წესით.
გავიხსენებ ერთ შემთხვევას,როცა ჩემმა ერთ-ერთმა თანაკლასელმა მეორეს წაართვა მობილური ტელეფონი და მისი პირადი სასიყვარულო შეტყობინებები კლასში ხმამაღლა წაიკითხა. მაშინ ალბათ ვერ ვაცნობიერებდი,მაგრამ ახლა ვხვდები რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. მსგავსი შემთხვევა იყო, როდესაც მე გამიტეხეს ,,ფეისბუკი" (facebook) სადაც ჩემი უამრავი პირადი ინფორმაცია მქონდა შენახული და რასაკვირველია ყველაფერი წაიკითხეს. სოციალურ ქსელებში შექმნილი ჩვენი პროფილი ჩვენი ვირტუალური სახლია და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ ჩვენი სახლში არყოფნის დროს ჩვენი ბინა გატეხოს, შევიდეს ყველა ოთახში, გამოაღოს კარადები, ჩაიხედოს უჯრებში, გამოიტანოს ჩვენი პირადი სურათები და დაურიგოს სხვებს. დამეთანხმებით იგივე შემთხვევაა.
იმისათვის,რომ სოციალურ ქსელებში ჩვენი პირადი ანგარიში დაცული იყოს არასასურველი პირების წვდომოსაგან, მაგალითად სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკში". მოგცემთ 6 რეკომენდაციას:
- ავარჩიოთ ძლიერი პაროლი,რომელიც მინიმუნ 6 ციფრის, ასოს ან პუნქტუაციის ნიშნების კომბინაციისგან შედგება.
- მივუთითოთ დაცული ელექტრონული ფოსტა.
- უცხო კომპიუტერის გამოყენების დროს აუცილებლად გამოვიდეთ ჩვენი ანგარიშიდან (log out)
- კომპიუტერში ხშირად გავწმინდოთ უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები.
- გამოვიყენოთ ვებგვერდის უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები.
- დავფიქრდეთ, ვიდრე რამეზე დავაკლიკებთ ან რამეს გადმოვწერთ ინტერნეტიდან.
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო თუ რაიმე ტექნიკური საშუალებით ხელშეუხებელია. ადამიანის ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. კერძო პირებს სხვისი კერძო ცხოვრების საიდუმლოებაში ჩარევის უფლება არ აქვთ. ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია კანონითა და კონსტიტუციით. კანონი კრძალავს კერძო საუბრის, პირადი მომიწერის საიდუმლოების დარღვევას: იგი კიდევ უფრო მკაცრია, როდესაც საქმე ეხება უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.
Tuesday, November 24, 2015
განათლების მიღების სურვილი და პროფესიის არჩევის თავისუფლება
17 წლის თაკოს სურს, ექიმი გამოვიდეს. მას ეს პროფესია ძალიან მოსწონს და ოცნებობს მასზე.თუმცა მშობლები ეუბნებიან,რომ სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა, დანარჩენ პროფესიებთან
საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა მშობლებს აიძულონ თაკო შეცვალოს მისი არჩევანი და უარი თქვას განათლების მიღებაზე?
ზოგადად, განათლების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძირეული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუცია სახემწიფოს აკისრებს ვალდებულებას,უზრუნველყოს განათლების უფლების დაცვა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სახემწიფოს მიერ ამ უფლების შეზღუდვაზე ,არამედ მშობლების მხრიდან არასრულწლოვანი შვილის ინტერესებისა და უფლებების დაცვასა და დარღვევაზე. წარმოდგენილ მაგალითში მთავარია საოჯახო სამართლით მშობელზე დაკისრებული მოვალეობა, რომ ყველა შემთხვევაში იზრუნოს შვილის გონებრივ თუ სოციალურ განვითარებაზე.
ნებისმიერ ქვეყანასა თუ საზოგადოებაში, გარდა მოქმედი კანონებისა ხალხში დამკვიდრებული ტრადიციები არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენს საზოგადოებაში უცხო არა არის მშობლების მიერ შვილების პროფესიულ არჩევანში ჩარევა. რაც რათქმაუნდა მათივე შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველყოფითაა გამართლებული. ბუნებრივია, შვილებმა უნდა გავითვალისწინოთ დედ-მამის, როგორც ჩვენი მშობლების კეთილი ნება, რჩევა და ისე მივიღოთ ცხოვრებისუელი გადაწვეტილება. თავის მხრივ მშობლებიც შვილების უფლებებით,სურვილებითა და ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდნენ,თუმცა ფაქტია,რომ შვილისათვის განათლების მიღების აკრძალვა ცალსახად ეწინააღმდეგება მშობლის კანონით დადგენილ ვალდებულებას.
ამიტომ მშობლები ვერ აიძულებენ თაკოს, უარი თქვას განათლების მიღებაზე და ვერც იმას აიძულებენ შეცვალოს თავისი პროფესიული არჩევანი მიუხედავად იმისა,რომ ის არასწულწლოვანია.
Sunday, November 22, 2015
მოსწავლის და მასწავლებლის უფლებები
იმისთვის რომ ყველგან და ყოველთვის დავიცვათ ჩვენი ინტერესები და არ აღმოვჩნდეთ ვინმეს ზეწოლის ქვეშ აუცილებელია ჩვენი უფლებების ცოდნა. ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ ჩვენს უფლებებზე სკოლაში.
არც ისე იშვიათად გვესმის მშობლების საყვედურები იმის შესახებ,რომ მასწავლებელმა მის შვილს მიაყენა სიტყვიერი ან თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფა, არ დაუწერა ის ნიშანი რაც რეალურად ეკუთვნოდა და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში მშობლების პრეტენზიები სამართლიანია რადგან ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით: ''დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში,სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით". ეს კანონი ვრცელდება ორივე მხარისთვის,როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებელების მიმართ.
რაც შეეხება ქულის დაკლებას ანუ მოსწავლის დისკრიმინაციას. ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე7-ნაწილში ნათქვამი: ,,სკოლა ვალდებულია,მიიღოს ყველა გონივრული ზომა,მოსწავლის ცოდნის სამართლიანად შეფასების უზრუნველსაყოფად". ეს ყველა კანონი შექმნილია იმისათვის,რომ მოსწავლეს მასწავლებელს და მშობელს თანაბარი უფლებები ჰქონდეს და არ იჩაგრებოდეს რომელიმე მათგანი.
ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ სკოლა არის საჯარო დაწესებულება,მას აქვს საკუთარი ქცევის კოდექსი რომელთა დაცვა აუცილებელია ყვლა მოსწავლისათვის და არა მარტო. ზემოთ ჩამოთვლილი კანონების უმრავლესობას რათქმაუნდა ვეთანხმები, მაგრამ როდესაც მოსწავლე უპატივცემულობას გამოიჩენს მასწავლებლის მიმართ და დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს მისთვის უნდა იყოს მიღებული შესაბამისი დასჯის ზომები. ვფიქრობ.რომ არცერთი მასწავლებელი არ მიაყენებს თავის მოსწავლეს სიტყვიერ და მითემეტეს ფიზიკურ შეარაცხყოფას, ეს ყველაფერი ბავშვზეა დამოკიდებული, მაგალითად მე უკვე ცხრა წელია სკოლაში დავდივარ და ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა,რომ მასწავლებელს ჩემთვის რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მოეყენებინოს.
დღესდღეობით სკოლათა უმრავლესობაში მოსწავლის უსაფრთხოებისა და დისციპლინის კონტროლი მანდატურის სამსახურს აქვს შეთვისებული. თუმცა მანდატურს არ აქვს უფლება თავად დასაჯოს მოსწავლე, მან უნდა აცნობის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებს მისი დისციპლინური გადაცდომა,რომლებიც შინაგანაწესის შესაბამისად დააკისრებენ მოსწავლეს შესაბამისს სახდელს.
ბოლოს გეტყვით,რომ თუკი მასწავლებელი უმიზეზოდ გაყენებთ შეურაცხყოფას, საზოგადოებაში ცინიკურად საუბრობს თქვენს ოჯახზე ან არ გიწერთ შესაბამის ქულას ეს ყველაფერი არის დანაშაული და არავითარ შემთხვევაში არ გამართლდება ის ;)

Saturday, November 21, 2015
რელიგიის თავისუფლება
ჩემი პირველი პოსტით მინდა ვისაუბრო რელიგიის თავისუფლებაზე და პირველ რიგში სოლიდარობა გამოვუცხადო საფრანგეთს,სადაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა ტერაქტი . რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
განვმარტოთ რა არის ტერორიზმი - ეს არის ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა,რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი.
საინტერესოა რა აიძულებთ ადამიანებს გახდნენ ტერორისტები? ან ვინ უფრო შესაცოდია ისინი ვინც ამ ტერორისტულ აქტებს ეწირებიან თუ ისინი ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებენ? ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები ბევრია,მაგრამ მათ შორის გამოიყოფა რელიგიური და ეკონომიკური.
ნებისმიერო ტერორისტული ქმედება ან თუნდაც ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება დასჯადი ქმედებაა.
ახლა გადავიდეთ უშუალოდ რელიგიის თავისუფლებაზე. გავიხსენებ ერთ შემთხვევას ჩემი ცხოვრებიდან: ერთ დღეს კარზე გავიგონე ზარის ხმა და კარი,რომ გავაღე დავინახე ქალი და კაცი, რომლებმაც გამომიცხადეს რომ ჩემთან ,,ჭეშმარიტ ღმერთზე" საუბარი სურდათ. კითხვაზე თუ რომელი რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები არიან, მათ მიპასუხეს რომ წარმოადგენდნენ ,,ჭეშმარიტი ღმერთის სექტას". მე არ მსურდა მათთან გასაუბრება და ვუთხარი რომ არ მაინტერესებდა ეს საკითხი და ბინაში შევბრუნდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად ,,ყოველ ადამიანს აქვს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება,დაუშვებელია ამის გამო ადამიანის დევნა". მე-20 მუხლის მიხედვით კი, ,,არავის აქვს უფლება,შევიდეს საცხოვრებელ ბინაში... პირთა ნების საწინააღმდეგოდ,... თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა".
აუცილებელია იმის ცოდნა,რომ საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს რელიგიის თავისუფლებას,რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია და ნებისმიერ პირს ანიჭებს უფლებას, სწამდეს და მისდევდეს მისთვის სასურველ რელიგიას. მიუხედავად იმისა,რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანია, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა სახემწიფო რელიგიად გამოცხადებული არ არის. სახელმწიფო რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას აცხადებს, მაგრამ ამასთან ერთად აღიარებს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებული ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში.

რა არის უფლება და მოვალეობა?
მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ავხსნა რას ნიშნავს უფლება,მოვალეობა და რა სხვაობაა მათ შორის.
უფლება ნიშნავს ადამიანისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას,საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების მიხედვით განახორციელოს მოქმედებები, დაიცვას საკუთარი ინტერესები და სხვებსაც მოსთხოვოს ამ უფლებების დაცვა.უფლება და მოვალეობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არ არსებობს უფლება, რომელსაც არ შეესაბამება მეორე მხარის მოვალეობა.მაგალითად, მოსწავლეს აქვს სწავლის უფლება - სახელმწიფოს კი მოვალეობა უზრუნველყოს იგი.
ადამიანის უფლებები საყოველთაოა, ვინაიდან ისინი ეფუძნება თითვეული ადამიანის ღირსებას - რასის,კანის ფერის,სქესის,ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რელიგიის,ენის, ეროვნების,ასაკის, სექსუალური ორიენტაციის,უნარშეზღუდულობისა თუ სხვა რაიმე გამორჩეული ნიშნის მიუხედავად.ადამიანის უფლებები აღიარებულია ყველა სახემწიფოს მიერ და ყველას თანაბრად ეხება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და უცვლელია ყველასთან მიმართებით ნებისმიერ ადგილას.

Subscribe to:
Posts (Atom)