Friday, September 29, 2017

მსოფლიო პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2017




➤ საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი 
21-22 და 23 ოქტომბერს მასპინძლობს "მსოფლიო პოლიტიკის ახალგაზრდულ სამიტი 2017-ს"
➤ პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს : 
� იმუშაონ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე � განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები
� დააფიქსირონ საკუთარი აზრი და დაიცვან მათი პოზიცია
� ისწავლოთ/პრაქტიკაში დანერგოთ გუნდური მუშაობის პრინციპები
� მიიღონ საერთშორისო დონის გამოცდილება !
� გაიღრმაონ ლიდერული უნარ-ჩვევები!
�დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას!
�თითოეულმა მათგანმა მიიღოს ორენოვანი სერტიფიკატი!


➤პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან შემდეგ სამუშაო ჯგუფებში - აღნიშნულ პროექტზე წარმოდგენილი იქნება :
‣ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი
‣ ბირთვული უსაფრთხოების კომიტეტი
‣ პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტი
‣ ეკონომიკური და სოციალური ხელშეწყობის კომიტეტი
‣ ანტიტერორისტული საბჭო
‣ განათლების ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის კომიტეტი
‣ კონფლიქტური კრიზისების კომისია

სამუშაო ენა: ქართული
ასაკობრივი შეზღუდვა: 14 – 25 წელი
მონაწილეობის საფასური: 40 ლარი
(მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში კვების, საკანცელარიო ნივთების,ბეიჯების,პლაკარდების და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებისა თუ აქტივობის საფასურს. გაითვალისწინეთ, შერჩევის და შემდეგ არ მონაწილეობის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება!)

➤ საუკეთესო დელეგატები მიიღებენ გამორჩეულ პრიზებს !!!
https://goo.gl/Ptoqty - დელეგატის
https://goo.gl/5otjhA -ხელმძღვანელის


https://www.facebook.com/events/745261869003824/?acontext=%7B%22ref%22%3A%2222%22%2C%22feed_story_type%22%3A%2222%22%2C%22action_history%22%3A%22null%22%7D&pnref=story

Saturday, January 9, 2016

112

2016 წელს პირველად ვპოსტავ და მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, შობა... ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის სიკეთის და სამართლიანობის მომტანი.

  რაც შეეხება ჩვენს თემას, ხშირად ვწერთ და ვპოსტავთ,რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი, მეუღლე სცემდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კიდევ უამრავი.თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევაში დამნაშავე შეიძლება თავად სამართალდამცავები იყვენენ რაც გამოწვეული იყოს მათი უყურადღებობით. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გადავაწყდი შედარებას ამერიკის და საქართველოს ცხელს ხაზებს შორის. მინდა თქვენც გაეცნოთ ამას და დაფიქრდეთ ზემოთ აღნიშნულზე.


ზარი 911-ში ამერიკა:
-თქვენ დარეკეთ 911-ში, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა?
-123, მეინ სთრითი.
-კარგი, მაგრამ რა ხდება მანდ?
-პიცის შეკვეთა მინდა.
-ქალბატონო თქვენ 911-ში რეკავთ.
-დიახ. ვიცი. შემიძლია დიდი პიცის შეკვეთა? ბეკონით და სოკოთი
-მმმ... ბოდიშს გიხდით, ნამდვილად სწორად რეკავთ?
-დიახ, რამდენი ხანი დასჭირდება?
-კარგით, როგორი მდგომარეობაა? თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ხომ არ ემუქრება?
-დიახ, შესაძლებელია.
-და არ შეგიძლიათ საუბარი, რადგან მარტო არ ხართ ოთახში?
-დიახ ყველაფერი სწორად გაიგეთ. რამდენი ხანი დასჭირდება?
- უახლოესი პატრული ნახევარ მილშია თქვენი სახლიდან. სახლში იარაღი ხომ არ არის?
-არა
-შეგიძლიათ ხაზზე დარჩეთ?
-არა. გელოდებით. მადლობა.
პატრულმა მისვლისთანავე შეამჩნია დაძაბული ქალბატონი და მისი მთვრალი ქმარი, ქმარი დააპატიმრეს ძალადობის მუხლით.
სადღაც საქართველოში:
-თქვენ დაუკავშირდით 112-ს, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა?
-გუდამაყრის 10.
-კარგი მაგრამ, რახდება მანდ?
-პიცის შეკვეთა მინდა.
-მეტი დროის გასაყვანი ვერაფერი მოიფიქრეთ?
გაუთიშეს...
მეორე დღეს გუდამაყრის 10-ში ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლულ ცოლს პოულობენ და იწყებენ გამოძიებას.

Tuesday, December 15, 2015

დევნილის უფლებები

დევნილად ითვლება პირი,რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი,იმ მიზეზით რომ საფრთხე შეექმნა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს ან თავისუფლებას,უცხო ქვეყნის აგრესიის შედეგად.
დღევანდელ საქართველოში 250 000-მდე დევნილია რაც განაპირობა იმან რომ საქართველომ 1993 წელს დაკარგად აფხაზეთი 2008 წელს კი ცხინვალი. დევნილის უფლებაა დახმარება ითხოვოს ქვეყნისგან, სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს დევნილი საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს მას.  
 როგორც ვიცი დღევანდელ დევნილებს მისი სტატუსიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აქვთ ყოველთვიური გასაცემელი (ფულადი დახმარება) რაც შეეხება საცხოვრებელს თითქმის დევნილთა ნახევარი ბინის გარეშე არის დარჩენილი.სახელმწოფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის,რომ ყველა დევნილ ოჯახს ჰქონდეს საკუთარი სახლი და უზრუნველად იცხოვროს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით 2015-2016 წლებში 1200-მდე დევნილი მიიღებს ბინას, თბილისის ზღვის მიმდებარედ აშენებებულ საცხოვრებელ კომპლექს ,,ოლიმპიურ სოფელში".
ჩემი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებ,დევნილთა უფლებები საქართველოში დაცულად მიმაჩნია. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ,რადგან ბევრ დევნილს დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, თუმცა მათი სიმრავლიდან გამომდინარე, ასე მალე შეუძლებელია ყველას დაკმაყოფილება, ამას შეიძლება რამდენიმე ათეული წელიც კი დაჭირდეს.

Monday, December 14, 2015

რასიზმი საქართველოში

რასიზმი მსოფლიოს ყველაზე მტკივნეული თემაა. დღეს ვისაუბრებ უხეშად,რომ ვთქვა ტერმინ ,,ზანგზე" და მასთან ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ,,ზანგი", ,,ფერადკანიანი", ,,შავკანიანი", თუ ,,აფროამერიკელი" გაიგივებული აქვთ დამამცირებელ და დასაცინ მნიშვნელობად.
 ქართველები ხშირად იყენებენ ამ ტერმინს უარყოფით კონტექსტში, თუ ოდესმე საზოგადეობერივი ტრანსპორტით გიმგზავღიათ უსათუოდ მოისმენდით ისეთ ფრაზებს,როგორიცაა ,,ზანგი ხო არ ვარ?" ,,ნახე ის ზანგია" ,,მალე წითელ წიგნში შესაყვანები გავხდებით, წაგვლეკეს ამ ზანგებმა,თან რა სუნი ასდით" ,, რაუბედურებაა ამდენი ზანგი" და კიდევ უამრავი ...
 ვფიქრობ, საქართველოში ,,ზანგებისადმი" ასეთი დამოკიდებულება განაპირობა იმან, რომ საქართველო ტრადიციული და რელიგიურ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოა. ,,ზანგი" კი მათთვის უუფლებო მონასთან ასოცირდება. საქმე ისაა რომ ჩვენს საზოგადოებას არ გაუვლია ის გზა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა გაიარეს ,,არასოდეს ჩამოუყვანიათ საქართველოში ,,შავკანიანი" მონები.ასეთი დამცინავი დამოკიდებულება კი იმიტომ აქვთ,რომ ისინი არ გვანან ქართველებს,არადა ეს ბუნებრივიცაა ,მარტივად რომ ვთქვათ მხოლოდ კანის ფერია და სხვა არაფერი. 
ადამინებო უნდა გვესმოდეს,რომ ის ,,ზანგიც" ჩვეულებრივი ადამიანია,როგორც შენ, მასაც წყინს, მასაც უყვარს, მასაც სცივა და განიცდის ყველაფერს რასაც შენ, მისი ნაკლი ალბათ ისაა რომ არის ,,შავი ფერის" ?! იქნებ შენ გაქ ეგ ნაკლი რო არ ხარ ,,ფერადკანიანი"?  სულ ცოტახნით წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე,როგორი ასატანია როცა ვერ გადიხარ ქუჩაში იმის შიშით,რომ ვიღაცამ არ მოგაყენოს პირადი შეურაცხყოფა ან დაგიშინოს ქვები... მერწმუნეთ ეს ყველაზე საშინელებაა...

Sunday, December 13, 2015

საავტორო უფლებები

21-ე საუკუნეში როგორც გამოგონებისა და ტექნიკური პროგრესის ერაში,საკუთრების სამართალსა და ავტორებისა და გამომგონებლების უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რომ არა საავტორო უფლებების დაცვის ის სამართლებრივი ზომები, ბევრი ნაწარმოები თუ გამოგონება  დღის შუქს ვერ ნახავდა. ადამიანი კი როცა თავის შრომის შედეგს ვერ ნახავს ეკარგება მოტივაცია,რომ გააგრძელოს ამ კუთხით საქმიანობა,ამიტომაც სამართალი და საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველყოფა პროგრესის ფაქტორია. საქართველოს კანონმდებლომაც ცდილობს,მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული გარემო შეუქმნას ავტორებსა და გამომგონებლებს და მათი უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინოს.
 ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,, საავტორო უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას" , ამავე კანონის 59-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, ,,საავტორო უფლებების მფლობელს უფლება აქვს , დამრღვევისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება  მიღებული შემოსავლის ჩათვლით", საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად , ,, შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების უკანონი რეპროდუქცირება",
საავტორო და უფლებების  მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად მათი კონტრაფაქციული ასლების გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება, აგრეთვე შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო უფლებების მფლობელის უფლებათა სხვა დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან სამიათას ლარამდე.
ახლა,ინტერნეტის ხანაში განსაკუთრებით გაძნელებულია ფოტო-სურათების ავტორის საავტორო უფლებების დაცვა . ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა , მოქალაქეებს ხშირად უჭირთ, იმის გაანალიზება,რომ თუნდაც ინტერნეტში ძებნისას მოპოვებულ ფოტოზეც შეიძლება ვრცელდებოდეს საავტორო უფლებები.

Wednesday, December 9, 2015

სიცოცხლის უფლება-აბორტი

ნებისმიერ საზოგადოებასა და ნებისმიერ ქვეყანაში აბორტის შესახებ მუდმივი აზრთა ახვადასხვაობა არსებობს. ამ რთულ სოციალურ საკითხს საზოგადოების სხვდასხვა ფენისა და პროფესიის ადამიანები განსხვავებულად უყურებენ, არსებობს უამრავი სამედიცინო,რელიგიური თუ სამართლებრივი არგუმენტაცია ,რომელთა საფუძველზეც კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან მას.
 საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 25 000 აბორტი კეთდება. მათ შორის 1770 არასრულწლოვანი ასაკის გოგონებში. იმ ქვეყნებში სადაც აბორტი ოფიციალურად აკრძალული არ არის (მათ შორის არც საქართველოში)  ყოველდღიურად 200-ზე მეტი ქალი იღუპება.წლის განმავლობაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებლი 70 ათასს აღწევს.24 წლამდე ყოველ მესამე და 30-დან 44 წლამდე კი ყოველ მერვე ქალს ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული აბორტი. ადრეულ ასაკში გაკეთებული აბორტი ასიდან 25-30 შემთხვევაში დედის სიკვდილით მთავრდება. აბორტი ორსულობის ხელოვნურად შეწვეტაა,რომელიც ბუნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია და გარდა იმისა,რომ სპობს უკვე ჩასახულ სიცოცხლეს, თავად ქალის ორგანიზმსაც აყენებს ზიანს. აბორტი ეს უდიდესი ცოდვაა და მისი აღმოფხვრა ესე ადვილი არ არის ვფიქრობ მისი თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი ქალი უნდა ზრუნავდეს იმაზე,რომ ყველანაირად თავი აარიდოს არასასურველ ორსულობას.
 ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მიხედვით , ,,ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერთიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება  და ამ მომენტიდან გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა".

Tuesday, December 8, 2015

ადრეული ქორწინება

ადრეულ ქორწინებად ითვლება ყველა ის ქორწინება, როდესაც ოჯახს ქმნის 18 წელს მიუღწეველი წყვილი  (ამ შემთხვევაში ,,ბავშვები")
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1108-ე მუხლის მიხედვით, ,,ქორწინ3ება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ხოლო 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანის ქორწინება დაიშვება მშობლის ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.თანხმობაზე მზრუნველის ანმშობლის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას,დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს".   ახლა მინდა ჩემეულად განვმარტო ეს კანონი და უფრო გასაგები გავხადო თქვენთვის: მშობელი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია,თუმცა არის შემთხვევები,როცა არასრულწლოვანი მოკლებულია მშობლის მზრუნველობას მაგალითად,მისი დაღუპვის ან მშობლის უფლებების ჩამორთმევის გამო.ასეთ დროს სახელმწიფო არასრულწლოვანს უნიშნავს მზრუნველს,. ასე რომ არასრულწლოვნისათვის ქორწინების უფლება შეუძლია მისცეს ,როგორც მშობელმა ისე მზრუნველმა. მაგრამ თუ ეს პირი ამ თანხმობაზე ამბობს უარს, წყვილს შეუძლია მიმართოს სასამართლოს  და მოიპოვოს დაქორწინების უფლება რაიმე პატივსადები მიზეზის გამო, ვფიქრობ, ეს მიზეზი გოგონას ორსულობა უნდა იყოს.

 მიჩნეულია,რომ ადამიანი 18 წლის ასაკიდან აღწევს როგორც ფიზიკურ ისე გონებრივ მოწიფულობას. ბიოლოგიურად სწორედ ეს ასაკი ითვლება ადამიანის ჩამოყალიბებისა და ზრდის დასრულების ასაკად. ამიტომაც ბუნებრივია,რომ ამ ასაკის მიღწევისას კანონი არჩევანის სრულ უფლებას აძლევს იქორწინოს თუ არა. ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,რომელზეც დამოკიდებულია მისი მომავალი.
 მშობლებო, ძალიან გთხოვთ იზრუნეთ თქვენი შვილების მომავალზე და ადრეულ ასაკში ნუ გაათხოვებთ. საქართველოში ძალიან ხშირია ადრეული ქორწინებები,რომლის უმეტესობა განქორწინებით სრულდება. ადრეული ქორწინების შედეგია აბორტი,რაც არა მარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა.