Saturday, January 9, 2016

112

2016 წელს პირველად ვპოსტავ და მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, შობა... ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის სიკეთის და სამართლიანობის მომტანი.

  რაც შეეხება ჩვენს თემას, ხშირად ვწერთ და ვპოსტავთ,რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი, მეუღლე სცემდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კიდევ უამრავი.თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევაში დამნაშავე შეიძლება თავად სამართალდამცავები იყვენენ რაც გამოწვეული იყოს მათი უყურადღებობით. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გადავაწყდი შედარებას ამერიკის და საქართველოს ცხელს ხაზებს შორის. მინდა თქვენც გაეცნოთ ამას და დაფიქრდეთ ზემოთ აღნიშნულზე.


ზარი 911-ში ამერიკა:
-თქვენ დარეკეთ 911-ში, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა?
-123, მეინ სთრითი.
-კარგი, მაგრამ რა ხდება მანდ?
-პიცის შეკვეთა მინდა.
-ქალბატონო თქვენ 911-ში რეკავთ.
-დიახ. ვიცი. შემიძლია დიდი პიცის შეკვეთა? ბეკონით და სოკოთი
-მმმ... ბოდიშს გიხდით, ნამდვილად სწორად რეკავთ?
-დიახ, რამდენი ხანი დასჭირდება?
-კარგით, როგორი მდგომარეობაა? თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ხომ არ ემუქრება?
-დიახ, შესაძლებელია.
-და არ შეგიძლიათ საუბარი, რადგან მარტო არ ხართ ოთახში?
-დიახ ყველაფერი სწორად გაიგეთ. რამდენი ხანი დასჭირდება?
- უახლოესი პატრული ნახევარ მილშია თქვენი სახლიდან. სახლში იარაღი ხომ არ არის?
-არა
-შეგიძლიათ ხაზზე დარჩეთ?
-არა. გელოდებით. მადლობა.
პატრულმა მისვლისთანავე შეამჩნია დაძაბული ქალბატონი და მისი მთვრალი ქმარი, ქმარი დააპატიმრეს ძალადობის მუხლით.
სადღაც საქართველოში:
-თქვენ დაუკავშირდით 112-ს, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა?
-გუდამაყრის 10.
-კარგი მაგრამ, რახდება მანდ?
-პიცის შეკვეთა მინდა.
-მეტი დროის გასაყვანი ვერაფერი მოიფიქრეთ?
გაუთიშეს...
მეორე დღეს გუდამაყრის 10-ში ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლულ ცოლს პოულობენ და იწყებენ გამოძიებას.